ბუღალტრული · საგადასახადო · ფინანსური კონსალტინგი

პროფესიონალური ბუღალტრული და ფინანსური მომსახურება თქვენი ბიზნესისთვის

GMFC პასუხს აგებს თქვენს ბუღალტრულ აღრიცხვაზე, გადასახადებსა და ფინანსურ მართვაზე. თქვენ კი საკუთარ ბიზნესს მიხედავთ.

599 22 15 35 სერვისები
14+წელი — გუნდის წევრების გამოცდილება
3მიმართულება — ბუღალტერია, გადასახადები, ფინანსები
1პასუხისმგებელი პარტნიორი ყველა საკითხზე
I. ჩვენ შესახებ

გამოცდილება, რომელსაც შეგიძლიათ ენდოთ

GMFC არის საკონსულტაციო კომპანია. ბიზნესს ვთავაზობთ ბუღალტრულ აუთსორსინგს, საგადასახადო მომსახურებას და ფინანსურ მართვას.

ჩვენი გუნდის წევრებს ბუღალტრულ და საგადასახადო სფეროში 14 წელზე მეტი გამოცდილება აქვთ. ჩვენთან თანამშრომლობისას საკუთარი ბუღალტერიის შენახვა აღარ გჭირდებათ. აღრიცხვას, ანგარიშგებას, დეკლარაციებს და კონსულტაციას ჩვენ ვუზრუნველყოფთ, საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით.

ზუსტი აღრიცხვა და დროული ანგარიშგება ყველა სწორი ბიზნეს-გადაწყვეტილების საფუძველია.
  • სიზუსტე და დროულობა
  • სრული კონფიდენციალურობა
  • საგადასახადო რისკების შემცირება
  • ინდივიდუალური მიდგომა
II. სერვისები

მომსახურების მიმართულებები

ბუღალტრული აუთსორსინგი, საგადასახადო მომსახურება და ფინანსური მართვა.

01

ბუღალტრული აუთსორსინგი

ბუღალტრული აღრიცხვა

ყოველდღიური ოპერაციების აღრიცხვა, პირველადი დოკუმენტების დამუშავება და ბუღალტრული ბალანსის წარმოება.

ხელფასების ადმინისტრირება

ხელფასებისა და შვებულებების გაანგარიშება, საშემოსავლო გადასახადი, საპენსიო შენატანები და ყოველთვიური დეკლარაცია.

მთავარი ბუღალტრის ფუნქცია

მთავარი ბუღალტრის მომსახურება გარედან. შტატში ბუღალტერი არ გჭირდებათ, პროფესიული კონტროლი კი გრჩებათ.

ფინანსური ანგარიშგება

ფინანსური ანგარიშგების მომზადება ფასს-ის (IFRS) სტანდარტებით და წარდგენა ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში.

მმართველობითი ანგარიშები

შემოსავლების, ხარჯებისა და ფულადი ნაკადების ანგარიშები ხელმძღვანელობისთვის.

აღრიცხვის აღდგენა

წარსული პერიოდების აღრიცხვის აღდგენა, შეცდომების გასწორება და ბუღალტერიის მოწესრიგება.

02

საგადასახადო მომსახურება

საგადასახადო დეკლარაციები

ყველა საჭირო დეკლარაციის მომზადება და დროული წარდგენა შემოსავლების სამსახურში.

საგადასახადო კონსულტაცია

პასუხები საგადასახადო კითხვებზე და დახმარება ოპერაციების სწორად დაბეგვრაში.

საგადასახადო დაგეგმვა

ბიზნესის სტრუქტურის ოპტიმიზაცია და კანონით გათვალისწინებული შეღავათების გამოყენება.

საგადასახადო რისკების შეფასება

კომპანიის საგადასახადო მდგომარეობის შემოწმება და რისკების გამოვლენა საგადასახადო შემოწმებამდე.

შემოწმებები და დავები

მხარდაჭერა საგადასახადო შემოწმებისას და დავების განხილვისას.

უცხოელი ინვესტორების მხარდაჭერა

კონსულტაცია უცხოური კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის, რომლებიც საქართველოში იწყებენ ბიზნესს.

03

ფინანსური მართვა

ფინანსური დირექტორი (CFO)

გამოცდილი ფინანსური დირექტორი სრულ განაკვეთზე დასაქმების ხარჯის გარეშე. შეიმუშავებს ფინანსურ სტრატეგიას და მონაწილეობს მთავარ გადაწყვეტილებებში.

ფინანსური მენეჯერი

ყოველდღიური ფინანსური პროცესების მართვა: გადახდები, დებიტორები და კრედიტორები, ურთიერთობა ბანკებთან.

ბიუჯეტირება და დაგეგმვა

წლიური ბიუჯეტის შედგენა, ფულადი ნაკადების პროგნოზი, ფაქტობრივი შედეგების კონტროლი და ანალიზი.

III. პროცესი

როგორ ვმუშაობთ

01

გაცნობა

უფასო კონსულტაცია და თქვენი საჭიროებების განსაზღვრა.

02

შეფასება

ბუღალტრული და საგადასახადო მდგომარეობის შესწავლა.

03

შეთავაზება

მომსახურების მოცულობის განსაზღვრა და გამჭვირვალე ფასი.

04

თანამშრომლობა

რეგულარული მომსახურება და მუდმივი კომუნიკაცია.

IV. კონტაქტი

დაგვიკავშირდით

პირველი კონსულტაცია უფასოა.